ქალაქ ახალციხის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა კენჭი მხოლოდ ერთ საკითხს უყარეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, აღნიშნული საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს შეეხებოდა. კახა ბერიძის თქმით, კონკურსის მეორე ეტაპისათვის რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს, სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში საკმარისი თანხა გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილებები შევიდა და 2 500 ლარი დაემატა.
ბერიძის თქმით, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ხელშეკრულება დღესვე გაფორმდება და ტესტირებისთვის სამზადისი დაიწყება.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 14 ივნისს გაიმართება.