აწყურში სპეციალური ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს. სოფელში სტიქიიდან მეორე დღეს გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ამ დროისთვის მაგისტრალი გაწმენდილია, აღნიშნული სამუშაოები კი ცენტრალური გზის მიმიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სტიქიას გზის საფარი არ დაუზიანებია. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის გამგებელი. მიმდინარეობს ზარალი დათვლა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში 11 ივნისს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ნათესები, ნარგავები, და ხეხილი 8 სოფელში დააზიანა. აწყურში ნიაღვარმა გზაზე ნაშალი მასალა ჩამოტანა, რის გამოც ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტა და საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში შეფერხდა.
სტიქია დაფიქსირდა ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშიც. დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველი. განადგურებულია სასოფლო–სამეურნეო სავარგულები.