ადიგენის შემდეგ
ახალციხის მუნიციპალიტეტიც დაისეტყვა. დაზიანებულია სოფლები:
კლდე, წნისი, მუგარეთი, ფერსა, გიორგიწმინდა და აწყური.
სოფელ მუგარეთის მკვიდრები ამბობენ, რომ სეტყვა, დაახლოებით, 17:00 საათზე დაიწყო და 15 წუთის გავმავლობაში გაგრძელდა. მათივე თქმით, განადგურებულია ნათესები, ნარგავები და ხეხილი.
სოფელ აწყურში კი ამ დროისათვის ცენტრალური მაგისტრალია გადაკეტილი. ადგილობრივების თქმით, ნიაღვარმა გზაზე ნაშალი მასალა ჩამოიტანა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მდგომარეობის შესასწავლად სოფლებში ჯგუფები უკვე გავიდნენ. რა რაოდენობის ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა ამ დროისთვის უცნობია.