ადიგენის მუნიციპალიტეტის
სოფლები სეტყვამ დააზარალა. სტიქია დაახლოებით, 16:00 საათზე
დაფიქსირდა. დაზიანებულია სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ხეხილი.
ლელოვანი, პატარა და დიდი სმადა, ჩორჩანი, ფხერო, ზანავი,
იჯარეთი – ეს სოფლები წელსაც დაისეტყვა.
“შარშანდელი სტიქია წელსაც განმეორდა. თითქმის ყველა ის სოფელი დაისეტყვა, რომელიც შარშან 14 სექტემბერს დაზიანდა. წელს მუნიციპალიტეტი შედარებით, გადარჩა, რადგან მაშინ უკვე ასაღები მოსავალი გაანადგურა, ახლა კი ნათესების ნაწილი ჯერ ამოსულიც არ არის” – აცხადებს “მეცხრე არხთან” ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ზაქარია ენდელაძის თქმით, დაზიანებული სოფლების შესახებ ინფორმაციას ამ წუთებშიც აწვდიან.