ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტის შემდეგ მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. 1971 დაბადებულ გ.კ–ს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.
ფაქტი ტელეკომპანია ,,მე–9 არხს” აწყურის თემის რწმუნებულმა ელგუჯა ჯვარიძემ დაუდასტურა. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტი ბოლო 1 კვირის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა.
შსს–ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.