ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა შესავალი და დასკვნითი სიტყვები ერთდროულად წაიკითხეს, პროკურორ კახა ლეკიშვილის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ადვოკატები დაეთანხმნენ, რის გამოც საქმის არსებითი განხილვის დაწყება საჭირო აღარ გახდა.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ რატი დემეტრაძემ შემთხვევის შესახებ, სამართალდამცველებს არ შეატყობინა და როდესაც ბესო ენდელაძის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა.
საპირისპიროდ მტკიცებულებები წარადგინა დაცვის მხარემ. ირაკლი ბარძიმაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული დანაშაული არ მომხდარა. შემდეგი სასამართლო სხდომა 18 ივნისს ჩაინიშნა, რა დროსაც მოსამართლე საბოლოო განაჩენს გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება რატი დემეტრაძეს ხევაშენელი ბესო ენდელაძის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 376–ე მუხლით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.