,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან. ნუგზარ წიკლაური პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გიორგიწმინდაში იმყოფება და მაცხოვრებლების პრობლემებს ადგილზე ეცნობა.
მოსახლეობის თქმით, სოფელში სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა კვლავ მოუწესრიგებელია.
ნუგზარ წიკლაურთან ერთად მოსახლეობას ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატები ვაჟა ჩიტაშვილი, ტარიელ ლონდარიძე და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც ხვდებიან.
პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვა სოფლებშიც გეგმავენ.