ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო.
გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომელიც რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად ინიცირებული სამთავრობო პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.