ახალციხის მერიის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად გატანილი ააიპ “ქალაქ ახალციხის ტბის” დაფუძნება გააპროტესტეს. უმცირესობები არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის ეკონომიკურ დასაბუთებას ითხოვენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ახალციხის ხელოვნური ტბის მოვლისათვის ცალკე ააიპ-ის ჩამოყალიბება ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ახალციხის ხელოვნური ტბის მოვლა–პატრონობის მიზნით, ააიპ-ის ჩამოყალიბება დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკთხად განიხილეს.
დეპუტატები დღეს ჯამში 7 საკითხს განიხილავენ.