ადიგენის მუნიციპალიტეტში
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.
ზაზაშვილის ქუჩაზე მრავალბინიანი, საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 521 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,გამა“ მიმდინარე წლის 11 მაისამდე დაასრულებს.
მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება საკონფერენციო დარბაზის რეაბილიტაციაც. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 144 ლარი გამოიყო. ადიგობრივი თვითმმაღტველობის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვედრების, იდეების გაცვლისა და ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობა ექნებათ.
სამუშაო პროცესებს ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე გაეცნო.