ახალციხის მერი სამოქალქო
საზოგადოების წარმომადგენლებს ანგარიშს წარუდგენს. დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის მერსა და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 30 აპრილს,
13:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის მიზანი, 2014-2015 წლებში
ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და
განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, ინიციატივებისა და
სამომავლო გეგმების წარდგენაა.
შეხვედრაში მონაწილეობას , ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, მერიის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები მიიღებენ.