საქართველოს პრემიერ მინისტრი მხარის რწმუნებულებს
შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და გუბერნატორებმა რეგიონებში არსებულ
მდგომარეობა და მიმდინარე პროექტები განიხილეს. მთავრობის
მეთაურმა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამის
ფარგლებში მიმდინარე საგაზაფხულო ხვნა–თესვის სამუშაოების შესახებ
გუბერნეტორებისგან ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხებსაც.