ორგანიზაციამ ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ,,ახალგაზრდული საკრებულოების“ ჩამოყალიბება დაიწყო. პროექტის ,,ახალგაზრდული თვითმართველობის ინიციატივა 2015“-ის ფარგლებში ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. ასპინძის, ადიგენისა და ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები მხარის გუბერნატორსა და თვითმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ამ პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ აიმაღლონ საზოგადოებრივი თვითშეგნება და კულტურა“-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მხარის გუბერნატორმა.
პროექტის ,,ახალგაზრდული თვითმართველობის ინიციატივა 2015“-ის მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება,მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში გათვიცნობიერება და ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენაა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონ,ი თავისუფლების“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეეები ტრენინგებს გაივლიან, ყველაზე აქტიური ახალგაზრდები კი სამომავლოდ, გაცვლით პროგრამებში ჩაერთვებიან.
პროექტის ფარგლებში, სამი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები წარმომადგელობითი ორგანოს სპეციფიკას გაეცვნენ. საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები ახალგაზრდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გააცნო.
პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მაშტაბით არსებულ 64 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოები ჩამოყალიბდა, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე XI-XII კლასელებით დაკომპლექტდა. შერჩეული ახალგაზრდები ტრენინგებს არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის,ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის,დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ გაივლიან. პროექტი ,,ახალგაზრდული თვითმართველობის ინიციატივა 2015“ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.