გარემოს ეროვნული სააგენტო 19–25 დეკემბრის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 25 დეკემბრამდე ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე გათბება.
19 – 21 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი იქნება, ღამის საათებში ისევ ყინვაა მოსალოდნელი.
22 – 24 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 2 – 4 გრადუსით მოიმატებს.
25 დეკებერს, საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ისევ ნალექია მოსალოდნელი. ყინვა შესუსტდება.