ახალციხეში მერაბ
კოსტავას ქუჩის184 ნომერში მდებარე მინი–მარკეტი “ალეკო”
გაქურდეს. დღეს დილით მისულ მეპატრონეს ნათელა სურმანიძეს მაღაზიის
კარი გატეხილი დახვდა. მისი თქმით, წაღებულია მხოლოდ ნავაჭრი
ფული 1200 ლარის ოდენობით.
“მაღაზია წუხელ, 11 საათზე დავკეტე და სახლში წავედი. დილით რომ მოვედი, გატეხილი დამხვდა. არანაირი ხმაური გამიგია, რადგან ცოტა მოშორებით ვცხოვრობ” – ამბობს “მეცხრე არხთან” მაღაზიის მეპატრონე ნათელა სურმანიძე.
მეზობლები ამბობენ, რომ გვიან ღამით მაღაზიასთან ორი პიროვნება შენიშნეს. მათი ვინაობა ცნობილი არ არის.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შსს–ს საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე