ახალციხეში საქმიანი მოლაპარაკებებისათვის ჩამოსული თურქი ბიზნესმენები, საპატრულო პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.
მათ დასახმარებლად ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილს უკვე მიმართეს. ადვოკატი “მეცხრე არხთან” განმარტავს, რომ საპატრულო პოლიცია ბიზნესმენებს ყოველდღიურად დაყვება და უსაფუძვლოდ აჯარიმებს.
მათ მიმართ საპატრულო პოლიციის მხრიდან უკვე ოთხი ჯარიმაა გამოწერილი. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, თურქი ბიზნესმენები ახალციხეს ესტუმრნენ, რადგან დაათვალიერონ და გადაწყვიტონ რა კუთხით დააბანდებენ რეგიონში თავიანთ ინვესტიციებს, თუმცა სამართალდამცველები ამის უფლებას არ აძლევენ.
თურქი ბიზნესმენები, უკვე ოთხი დღეა ახალციხის ციხეში ერთ–ერთ სასტუმროში არიან დაბინავებულნი.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული ქმედებები გამიზნულად ხდება, რათა ნაკლები იყოს, როგორც ახალციხის ციხეში, ისე, რეგიონში ტურისტების რაოდენობა.
ადვოკატი და თურქი ბიზნესმენები საჩივარს უკვე ამზადებენ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში შესატანად.
ბიზნესმენების ბრალდებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირები კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაჯარიმებული და ისინი აღნიშნულს თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.