ყოფილი პოლიტპატიმრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე ისჯება.
შეგახსენებთ, რომ ზურა ხუციშვილმა ცემაში ახალციხის მერიისა და გუბერნიის თანამშრომლები, მათ შორის შპს “კეთილმოწყობის” ხელმძღვანელი გიორგი ბალიაშვილი დაადანაშაულა.
ყოფილი პოლიტპატიმრის თქმით, შემთხვევა 20 მარტს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა მან სამართალდამცველებს გამოძიებისათვის 21 მარტს მიმართა.