პატრულის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ლომსაძე მედიასთან ორი თვის წინ გაკეთებულ კომენტარს ცვლის. იგი აცხადებს რომ მაღალჩინოსნების დადანაშაულება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ურჩია, სინამდვილეში კი იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან მომხდარი ინციდენტის გამო არ გაუთავისუფლეებიათ.
საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სამსახურიდან წამოსვლის ახალ მიზეზებზე საუბრობს. გიორგი ლომსაძის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში ურჩიეს, რომ მისი გათავისუფლება შსს–ს მაღალჩინოსანთან მომხდარ ინცინდენტთან დაეკავშირებინა. გიორგი ლომსაძე „კვირის პალიტრასთან“ ინერვიუში ამბობს, რომ სამსახურიდან სინამდვილეში აღნიშნული ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ წამოვიდა და მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო იცრუა. ლომსაძეს დღეს „მეცხრე არხი“ დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა, იმ მოტივით რომ საზოგადოება მის მიერ გაკეთებულ კომენტარებს პოლიტიკურ ელფერს აძლევს.
ბორჯომში შსს–ს მაღალ ჩინოსანთან დაკავშირებით მომხდარი ინცინდენტის ვიდეო–მასალა იანვრის თვეში „ნაციონალურმა მოძრაობა“ გაავრცელა. პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა რომ პოლიტიკურ პარტიას მიმართა, ამას „ნაცმოძრაობის“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაშიც ადასტურებენ. გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ლომსაძის ეს ინტერვიუ ძალოვანი უწყებების მხრიდან ზეწოლის შედეგია. იგი ირწმუნება, რომ ლომსაძეს ჩვენება შეაცვლევინეს.
გიორგი ლომსაძის მიერ სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მიმდიანრე წლის 28 იანვარს გააკეთა. ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული კადრები ქალაქ ბორჯომში 2013 წლის ივნისშია გადაღებული და პირი, რომელიც ვიდე–მასალაში ჩანს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კანონის შესაბამისად, ადმისტრაციული წესით დააკავა და დააჯარიმა. მაჭავარიანის განმარტებით, გიორგი ლომსაძემ საპატრულო პოლიცია პირადი განცხადების საფუიძველზე დატოვა და იგი არავის გაუთავისუფლებია.
ყოფილმა პოლიციელმა სამსახურის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი მედიასთან 28 იანვარს გააკეთა. გიორგი ლომსაძემ მაღალჩინოსანის დაკავებისა და ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების გამო, საკუთარი ხელმძღვანელობა ზეწოლაში დაადანაშაულა. ყოფილმა პოლიციელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო, იგი სამსახურიდან განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს.