ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდის დისკუსია სახელწოდებით– “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა” გაიმართა. როგორც ორგანიზატორები აცხადებნ მარტის თვე მსოლიოში ცნობილია, როგორც „ქალთა ისტორიის თვედ“ და მიმართულია ქალების მიღწევების ხაზგასმნისა და წახალისებისაკენ.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას ქალთა მოძრაობის აქტივისტი იდა ბახტურიძე უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ქალის როგორც პოლიტიკოსის როლზე იმსჯელეს. ასევე იმ კულტურულ და სტერეოტიპულ მიდგომაზე, რაც ხელს უშლის ქალების მონაწილეობას, როგორც საარჩევნო პროცესებში, ისე ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
შეხვედრაში მონაწილეობას ქალაქის საკრებულოს წევრები, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზეციები, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ. მსგავსი სახის შეხვედრები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიმართა.