საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი დღეს გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და
მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდება. შეხვედრა სასტუმრო
“ქორთიარდ მარიოტში” 15.00 საათზე დაიწყება.
მთავრობის პირველ პირთან და თვითმართველობების
ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება, სხვადასხვა
მუნიციპალიტეტში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან
დაკავშირებულ საკითხებზე, პრემიერს მიეწოდება ინფორმაცია სამუშაოების
მიმდინარეობის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს კომენტარი ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა.
“ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, რომელზეც განხილული იქნება ის პროექტები, რაც მიმდინარეობს, პრობლემები თუ არის სადმე და დაისახება გზები იმისთვის, რათა პროცესები არ შეფერხდეს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
პრემიერ–მინისტრი უკვე შეხვდა რეგიონის გუბერნატორებს.