სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესზე, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამართველოსა და ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები დაიკითხნენ.
სამართალდამცველებმა დეტალურად გაიხსენეს, გასულ წელს მარიამობის ღამეს დატრიალებული ტრაგედია და არსებული მდგომარეობა. დაიკითხა საქმეში ერთ–ერთი მთავარი მოწმე და ადიგენის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მკვლელობას შეესწრო. თემურ მსხვილიძემ განაცხადა, რომ ყარათუბნიდან ადიგენში ბრუნდებოდა, როდესაც მკვლელობის მომენტს შეესწრო. იგი ამბობს, რომ ბრალდებულს სთხოვდა იარაღი დაეგდო და განზრახვა გადაეფიქრებინა, თუმცა კუბლაშვილმა მას გინება დაუწყო, იარაღი დაუმიზნა და მოკვლით დაემუქრა.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებულის მესამე ადვოკატი. მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დავით კუბლაშვილს კიდევ ერთი სახელმწიფო ადვოკატი დაენიშნა.
სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის პირველ არსებით განხილვაზე 11 მოწმე დაიკითხა. შემდეგი სხდომა 17 მარტს 14:00 საათზე ჩაინიშნა.