სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია. შსს–ს ინფორმაციით, უკვე ყოფილი უფროსი ზაალ ფუტკარაძე იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნება.
უწყების ცნობით, საკადრო ცვლილებები საქართველოს ოთხი რეგიონის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში განხორციელდა. ახალი უფროსები იმერეთის გარდა, აჭარას, მცხეთა–მთიანეთსა და შიდა ქართლს ეყოლება.
კითხვაზე – ვინ დაინიშნება სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, შსს–ში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამის შესახებ, ახალი უფროსის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ მოგვაწვდიან.