ახალციხის
მომხმარებელთა დახმარების ცენტრი “მაშა და დათვის” შოკოლადის სურათს
ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქემ მათ
აღნიშნული შოკოლადის ნიმუში მიუტანა და განაცხადა,რომ იგი
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მარკეტში შეიძინა. გარეგანი
დათვალიერებით შოკოლადს რაიმე დეფექტი არ აღენიშნებოდა. თუმცა,
გახსნისას შოკოლადის მასაში თმის ბეწვი აღმოჩნდა.
ცენტრის წარმომადგენლებმა 11 თებერვალს რეფერენტული ნიმუში შეიძინეს. შოკოლადის ეტიკეტის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მასზე მწარმოებელი ქვეყანა მითითებული არ არის, რაც ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევაა.
ცენტრის ინფორმაციით, დარღვევის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს ეცნობა.