ახალციხეში პროექტის ,,სახელმწიფო სამი ნულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მასში ჩართულმა ახალგაზრდებმა ქალაქში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი მიდგომა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ ერთმანეთს მხატვრული ნომრებიც აჩვენეს. პროექტი ,,სახელმწიფო სამი ნული“ ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ინიციტივით მიმდინარეობს.
მის ფარგლებში ახალციხეში მონაწილეები გასული წლის 18 დეკემბერს გასაუბრების წესით შეირჩნენ. პროექტი მიზანად ახალგაზრდებში სახელმწიფო ცნობიერების ამაღლებასა და მათ სამოქალაქო პროცესებში ჩართვას გულისხმობს. აღნიშნულ პროექტში ახალციხიდან 500–მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. 30 ჯუფად დაყოფილი მონაწილეების მთავრი მიზანი ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების ძიებაა. ,,სახელმწიფო სამი ნული“ 12 თვითმმართველ ქალაქში მიმდინარეობს.