ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს, 19 დეკემბერს 2017 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
საკრებულოს წევრები თემის ბიუჯეტს 6 400 000 ლარით დაამტკიცებენ. დამტკიცებამდე პროექტი გამგეობისა და საკრებულოს პირველმა პირებმა მოსახლებასთან ერთად განიხილეს. განხილვის შემდეგ, კორექტირებული ვარიანტი გამგეობას დაუბრუნდა, სადაც საკრებულომ ერთი რეკომენდაციის გათვალისწინება ითხოვა. რეკომენდაცია ცენტრალურ მაგისტრალზე: ვალე –აწყურისა და ჭაჭარაქი–მინაძის მონაკვეთებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას შეეხებოდა.
ახალციხის გამგებლის თქმით, მაგისტრალზე 8–დან – 12–მდე კამერა დამონტაჟდება. სათვალთვალო კამერების მონტაჟისთვის გამგეობამ ბიუჯეტში 35 000 ლარი გაითვილისწინა.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობითმა ორგანომ გამგეობას ერთი რეკომენდაციით 25 ნოემბერს დაუბრუნა. ჩასწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად, 10 დეკემბერს გადაეგზავნა.
თიკო კურტანიძე