დღეს საქართველოს პრზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა უმაღლესი დაწესებულების ხელმძღვანელებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ისინი დგანან. შეხვედრაზე საუბარი იყო განათლების სფეროს რეფორმაზეც.
შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძეც ესწრებოდა.
გიორგი მარგველაშვილმა, რექტორებთან იმ მემორანდუმსა და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყნის სამ, მიხეილ ჯავახიშვილის, ილიასა და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტებთან გააფორმა.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მემორანდუმი საქართველოს სხვა უნივერსიტეტებთანაც გაფორმდება.