ქარბუქსა და ძლიერ
ყინვას ნინოწმინდაში 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1954
წელს დაბადებული სოფელ არაგიალის მაცხოვრებელი ადგილობრივებმა
გაყინული იპოვეს.
შემთხვევა 6 იავნარს მოხდა.
როგორც ,,მე–9 არხთან” სამცხე–ჯავახთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვართან ტუნაკანიანმა განმარტა, გარდაცვლილი, უამინდობის გაო, გარკვეული დროის განმავლობაში, ნინოწინიდიდან 10 კილომეტრის მოშორებით, ავტომანქანაში იცდიდა. შემდეგ კი მან გზა სოფელ სპასოვკამდე ფეხით გააგრძელა. შუახნის მამაკაცი იმავე ღამეს სოფლის მაცხოვრებლებმა გაყიული ნახეს.
ვართან ტუნაკანიანის თქმით, ავტომანქანაში მამაკაცთან ერთად, მისი შვილიც იმყოფეობდა, თუმცა მოზარდი სოფლამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტომანქანით მივიდა.