ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადსხვა პოზიციის დასაკავებლად კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებთან საკონკურსო კომისიის წევრი განმარტავს, კონკურსის მესამე ეტაპი 30 დეკემბერს დასრულდება, რის შემდეგაც შემაჯამებელი ოქმი გაფორმდება და კონკურსის წესით გასული თანამშრომლები ხუთი დღის ვადაში თანამდებობებზე დაინიშნებიან.
გურამ მელიქიძის განმარტებით, მესამე ეტაპს 107 კონკურსანტი გაივლის. გასაუბრების პროცესში საკონკურსო კომისიის წევრები მსურველების გამოცდილებითა და პიროვნული თვისებებით დაინტერესდებიან. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა კონკურსი 14 ნოემბერს დაიწყო. გამოცხადებულ 65 ვაკანსიაზე 765 განაცხადი შევიდა.