ცესოს ვებ გვერდზე, N44–ე ახალციხის ოლქის ყველა უბნის ოქმი აიტვირთა. 53–ვე უბნის მონაცემებით, ვაჟა ჩიტაშვილმა გიორგი კოპაძეს არჩევნები პირველ ტურში 1 275 ხმით მოუგო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 44.07% (12 721) მიიღო, ხოლო “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”–ს კანდიდატმა – 39.65% (11 446).
ცესკოს მონაცემები საბოლოო არ არის და შესაძლოა, სამომავლოდ მცირედი ცვლილება მოხდეს, თუმცა ეს ძირითად შედეგზე მნიშვნელოვნად არ აისახება.
იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2 ნოემბრამდე მეორე ტური დაინიშნება. მასში მონაწილეობას გიორგი კოპაძე და ვაჟა ჩიტაშვილი მიიღებს.
თიკო კურტანიძე