აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლის ქურდობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. სამი პირის სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოშო დღეს გაიმართა.
http://youtu.be/Vx5h8U6dHoc
როგორც ერთ–ერთი ბრალდებულის ადვოკატი განმარტავს, პროცესზე მან 5 000 ლარის ოდენობით, გირაოს შეფარდების შუმადგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა. სოსო ხითარიშვილი აღნიშნულის, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი ამ დროისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან მოთავსებულნი.
წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 9 თებერვალს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში ქურდობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამმა პირმა ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლი გაქურდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ქურდობის გულისხმობს.