16 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაზე“ შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მარიხუანას შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. სომხეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ავტომობილის დათვალიერებისას მათ 1,22 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.