სამცხე–ჯავახეთის გუბენატორი აკაკი მაჭუტაძე სომხეთის ელჩს
საქართველოში იური ვარდანიანს და ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს
მასპინძლობს. შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში ამ წუთებში
მიმდინარეობს.
მათ ადგილობრივი ეთნიკური სომეხი მოქალაქეები ქალაქის შემოსასვლელში დახვდნენ.
გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ახალციხის გრიგორ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესიის მონახულებაც, სადაც ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ადგილობრივებს ეკლესიის წინამძღვარს ოფიციალურად წარუდგენს.