ახალციხის ორმა საჯარო სკოლამ დირექტორი ვერ აირჩია, ორ მათგანს კი სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული სერტიფიცირებული დირექტორი ეყოლება. ისინი მოვალეობის შესრულებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეუდგებიან.
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ დირექტორი არ აირჩია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი, საბჭომ სამოქმედო გეგმის გამო დაიწუნა. მას მხარი სამეურვეო საბჭოს წევრთაგან 6–მა მათგანმა დაუჭირა, 9–მ კი დირექტორის თანამდებობაზე მისი არჩევა არ ისურვა.
ჟუჟუნა გოგოლაურმა განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებზე ადგილი ზეწოლას ჰქონდა. მისი მტკიცებით დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ იგი არ აერჩიათ.
გოგოლაურის ბრალდება მაკა ჯანაშვილმა უარყო. მისი განცახდებით, სამეურვე საბჭოს 14–ვე წევრმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
პირველი საჯარო სკოლის მსგავსად კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხდა მეორე საჯარო სკოლაში. უწყების მიერ წარდგენილი კანდიდატი ბელა დიასამიძე, რომელსაც პედაგოგობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს, სამეურვეო საბჭომ არ აირჩია. შედეგები კი ასე გადანაწილდა: 8 წევრიდან კანდიდატს მხარი, მხოლოდ სამმა მათგანმა დაუჭირა. ხუთმა კი მისი ხელმძღვანელობა არ ისურვა.
ბელა დიასამიძის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ფაქტი საბჭოს წევრმა და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემრსულებელმა კადეგორიულად უარყო.
ექვსი ხმა ორის წინააღმდეგ – ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში, ხმათა უმრავლესობით, სოფელ ანის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი აირჩიეს. 8 წევრისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ, ქეთევან პარუნაშვილსა და გია კაპანაძეს შორის არჩევანი, ამ უნკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.
საარჩევნო პროცედურა დილის 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, საბჭოს არასრული შემადგენლობის გამო, პროცესი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. პედაგოგების განმარტებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა, გარკვეული ხარვეზი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მაინც დაფიქსირდა.
სამეურვეო საბჭომ შესაბამისი ოქმის დაწერის შემდეგ ხმები დაითვალა და შედეგები გასაჯაროვა.
არჩევნებმა ხმაურის გარეშე ჩაიარა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში. სამეურვეო საბჭოს 14–ე წევრმა ინგა ვარდიძე ერთხმად აირჩია. როგორც საბჭოს თავმჯომარემ განაცხადა პროცედურამ კანონის დაცვით, ექსესების გარეშე ჩაიარა.
ახალციხის საჯარო სკოლებში, სადაც დირექტორების არჩევა ვერ მოხერხდა, ზოგადი განათლების შესახებ კანონის 42–ე მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე, მოვალეობის შემსრულებელს 6 წლის ვადით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დანიშნავს. 13 დეკემბერს, უწყების პირველი პირი განკარგულებას გამოსცემს, რის საფუძვლეზეც სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეული დირექტორები საქმიანობის შესრულებას შეუგებიან.