მე–6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო მოსწავლეებს გაკვეთილები არ ჩაუტარდათ. როგორც სკოლის ადმინისტრაცია განმარტავს, საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების საგანგებო რეჟიმში უკვე ერთი კვირაა მუშაობს. სიცივის გამო აქ საგაკვეთილო პროცესი შემცირდა.
#6–ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ წელს დაწესებულებაში ბუნებრივი აირის გამათბობლები დამონტაჯდა, თუმცა სისტემა გაუმართავია და ამ ეტაპზე მისი შემოწმება მიმდინარეობს.
საგანგებო რეჟიმის პერიოდში მოსწავლეები ელექტრო გამათბობლებით სარგებლობდნენ. ეკა დალალიშვილი იმედოვნებს, რომ პრობლემა 3 დეკემბრისთვის აღმოფხვრილი იქნება და სასწავლო პროცესი გაგრძელდება.