ახალციხის მუნიციპალიტეტის თემში დღეს რიგით მეათე საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელა და შესაბამისი დადგენილება მიიღო.
სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ცვლილებები შევიდა 2014 წლის ბიუჯეტში. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტი ექსკავატორსა და ბულდუზერს შეიძენს, რომლსაც თემი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას გამოიყენებს. გარდა ამისა, დასუფთავების სამსახურისათვის გამგეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდავ მანქანას შეიძენს.
წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატებმა კენჭი უყარეს მუნიციპალიტეტის პრემიების განსაზღვრის წესის დამტკიცებასაც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ პრემიას არამარტო საჯარო მოხელეები, მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოში ყველა შტატიანი თუ შტატგარეშე დანიშნული თანამშრომელი მიიღებს.