ახალციხეს ბუნებრივი აირი არ
მიეწოდება. გაზმომარაგება ქალაქს დილით, დაახლოებით 11 საათისათვის
შეუწყდა. როგორც შპს ,,ინტერგაზის” დირექტორი ვასილ აბულაძე
განმარტავს, შეფერხება ასპინძის ქუჩაზე ტექნიკის მუშაობამ გამოიწვია,
რომლის დროსაც ბუნებრივი აირის მილები დაზიანდა. მისივე განმარტებით,
ამ დრიოსათვის, ჯგუფი ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშობს. სავარაუდოდ,
ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდება, დაახლოებით 16:00
საათისათვის აღდგება.