ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისის თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე დღეს დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი მის გათავისუფლებას უყარეს.
როგორც შალვა გოგოლაძე “მეცხრე არხთან” აცხადებს, მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან იგი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელია. ამიერიდან, იგი საკრებულოს შემადგენლობაში ოპოზიციური პარტიის სახელით დარჩება.
ახალციხის მერიის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე განმარტავს, რომ გოგოლაძის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” შეიტანა. მისივე თქმით, საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა კანონის ფარგლებში მოხდა. კახა ბერიძე იმასაც აღნიშნავს, რომ იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ არის.
შალვა გოგოლაძე ხელისუფლებაში კოლიცია “ქართული ოცნების” სახელით მოვიდა. იგი “თავისუფალი დემოკრატების” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გოგოლაძე 2014 წლის 14 ივლისს დაინიშნა.