ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში მსხვერპლით დასრულდა. ტელეკომპანია “ბორჯომის” ინფორმაციით შემთხვევა დაბა ახალდაბასთან მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე, გზის მარცხენა მხარეს მდგომ სატვირთო ავტომანქანას, სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ჰონდას მარკის მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ამ უკანასკნელში 7 ადამიანი, 1 მამაკაცი და 6 ქალი იჯდა. მძღოლი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მგზავრები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.