ამ წუთებში, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მცხოვრები ქრისტიანი მოსახლეობა მხარის პირველ პირს ხვდება.
ისინი სოფელში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და აკაკი მაჭუტაძეს სიტუაციასთან დაკავშირებით ზომების მიღებას სთხოვენ.
“მეცხრე არხი”–ს გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და ფოტო მასალას გთავაზობთ.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამას ჩვენი გვერდის საშუალებით შეიტყობთ.