ახალციხის 28–ე უბანი მოქალაქეებისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ამ დროისთვის გამოცხადდა პირველი ამომრჩეეველიც, თუმცა, მან ხმის მიცემა 08:15 წუთზე შეძლო.
საუბნო კომისიის თავმჯდომარის ბელა კაპანაძის განმარტებით, შესაბამისი პროცედურები შესრულდა. ყუთში ჩააგდეს ხელმოწერილი საკონტროლო ფურცელი, რის შემდეგაც პირველი ამომრჩეველი ლავრენტი ბალახაშვილი მიიღეს, რომელიც ამბობე, რომ ხმა ერთიან, ძლიერ საქართველოს და მშვიდობას მისცა.
ამავე უბანზე მისცა ხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ. გელა დემეტრაძის თქმით, დღეს მთავარი მოვლენა იქნება ის, რომ მთავრობა შეიცვლება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.