ამ წუთებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში სამსართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მათ ადგილობრივებს გზის გათავისუფლება მოსთხოვეს, რათა დავით კუბლაშვილის მამა სოფლიდან გაიყვანონ. თუმცა ამ დროისათვის ტიხო კუბლაშვილი საცხოვრებელი სახლის დატოვებას არ აპირებს.
ერთ–ერთი გარდაცვლილის, ბაჩო სირბილაძის მამა კუბლაშვილების საცხოვრებელში შესვლის მცდელობისას ცუდად გახდა, რის გამოც ყარათუბანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სანამ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრი სოფელს არ დატოვებს არ დაიშლებიან.
შეგახსენებთ, რომ დავით კუბლაშვილის მამა სოფელში წუხელ გვიან ღამით დაბრუნდა. ყარათუბანში მის ჩასვლად მოსახლეობა დილის 07:00 საათიდან აპროტესტებს.