ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ხევაშენში გარდაცვლილი ბესო
ენდელაძის საქმე განიხლილეს. წინა სასამართლო სხდომა დილის 11 საათზე
დაიწყო და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. მოსამართლემ გოჩა
ჯეირანაშვილმა ბრალდებისა და დაცვის მხარეებს საქმის ვითარება კიდევ
ერთხელ გააცნო.
დღევანდელ სხდომას გარდაცვილი ბესო ენდელაძის მშობლები დაესწრნენ. მათ
სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოება 276–ე მუხლით, (რომელიც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას
ითვალისწინებს) გააპროტესტეს. ენდელაძის მშობლები ავტოსაგზაო
შემთვევას გამორიცხავენ და მიიჩნევენ, რომ მათი შვილი განზრახ
მკვლელობის მსხვერპლია. მათივე მტკიცებით, გარდაცვლილი ბრალდებულმა და
მისმა მეგობრებმა ცემით მოკლეს.