ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ ყარათუბანში ტრაგიკულად გარდაცვლილი 3 ახალგაზრდის ოჯახს, გასვენების სარიტუალო ხარჯებისათვის 1500 – 1500 ლარი გამოეყოთ.
ინფორმაციას ამის შესახებ, ადიგენის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხა 500 ლარის ოდენობით, 22 წლის ბექა სირბილაძის მკურნალობისათვის გამოიყო, რომელსაც ფეხისა და გულ-მკერტის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობაა აქვს მიყენებული. ბექა სირბილაძემ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა და იგი მკურნალობას სახლის პირობებში გადის.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში 28 აგვისტოს საღამოს მკვლელობა მოხდა. ბრალდებულის შვილთან შელპარაკება ტრაგედიით დასრულდა.
სამი ახალგაზრდა ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე, დავით კუბლაშვილმა სანადირო თოფით მოკლა.
დაჭრილი ბექა სირბილაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ “უნიმედი სამცხეს” ახალციხის კლინიკაში მოათავსეს. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.