ახალციხეში თაყაიშვილის #46-ში რამდენიმე წუთის წინ ხანძარი იყო.
როგორც “მეცხრე არხს” ახალციხის სახანძრო სამსახურის უფროსმა განუცხადა, საცხოვრებელ სახლში თხევადი აირის ბალონს ცეცხლი ეკიდა.
პაატა კბილაშვილის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადა დროულად გავიდა, ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
ახალციხის სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია და არც საცხოვრებელი ბინა დაზიანებულა.