სამი ახალგაზრდის მკვლელობასა და ერთი მათგანის დაჭრაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის საცხოვრებელ სახლს ამ დროისათვის სამართალდამცველები იცავენ. “მეცხრე არხის” კორესპონტენტის ლუბა გიორგაძის ინფორმაციით, სოფელ ყარათუბნის მაცხოვრებლები დაკავებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ. ამიტომ, მოსალოდნლი შედეგების თავიდან აცილების მიზნით დავით კუბლაშვილის სახლის დაცვა აუცილებელი გახდა. ოჯახის წევრებმა კი სოფელი გუშინ ღამითვე დატოვეს.
ადგილობრივებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის დროს ბრალდებულს ერთ–ერთმა პოლიციელმა მიუსწრო, რომელმაც მეოთხე ახალგაზრდის მკვლელობის მცდელობაში კუბლაშვილს ხელი შუშალა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 28 აგვისტოს საღამოს მოხდა. ბრალდებულის შვილთან შელპარაკება ტრაგედიით დასრულდა. სამი ახალგაზრდა ვაჟა ნ, გიორგი ს. და ბორის ს. დავით კუბლაშვილმა სანადირო თოფით მოკლა. დაჭრილი ბექა სირბილაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ “უნიმედი სამცხეს” ახალციხის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.