სოფელ ყარათუბანში მოკლული სამი ახალგაზდის ცხედარი, ახალციხის რაიონული პროზექტურიდან საკუთარ სახლში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს. რაც შეხება დაჭრილის მდგომარეობას, მედიკოსების განმარტებით იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყოფება და მკურნალობას ექვემდებარება.
ბექა სირბილაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხისა და ზურგის არეშია დაჭრილი. იგი ერთ–ერთი გარდაცვლილის ძმაა.
შემთხვევა ადიგენში რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც “მეცხრე არხთან” ოჯახის წევრები და ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, როდესაც ერთ –ერთ პიროვნებასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ, რის შემდეგაც მისმა მამამ ოთხ ახალგაზრდას სოფელ ყარათუბნის გზაზე იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. სამი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა.
მკვლელობაში ბარლდებული ადიგენის საჯარო რეესტრის უფროსი დავით კუბლაშვილია, რომელიც სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.
ადიგენში საზარელი მკვლელობის შესახებ დეტალებს “მეცხრე არხი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.