დაბა ასპინძაში 37 წლის ქალი, ეგრეთწოდებული „აბანოს ხიდიდან“ მდინარე მტკვარში გადახტა.
შემთხვევას ერთ–ერთი სასტუმროს დარაჯი შეესწრო. თვითმხილველმა ასპინძის სახანძრო სამაშველო სამსახურს შეატყობინა და ჯგუფი ადგილზე დაახლოებით 22:25 წუთზე გამოცხადდა.
სამაშველო სამსახურის უფროსის შოთა ზედგინიძის განმარტებით, სამძებრო სამუშაოები დახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ცხედარი ნაპოვნი იქნა.
მომხდართან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველო, გამოძიებას 115–ე მუხლით აწარმოებს,რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევა დაბა ასპინძაში 26 ივლისს მოხდა.