უმცირესობის წევრის
ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, რუსულ არხებთან ერთად საქართველოში
რუსული სიმბოლიკაც და ატრიბუტიკაც უნდა აიკრძალოს. ტარიელ ლონდარიძის
თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი რეგულაციები ოკუპანტის
მიმართ მანამდე უნდა განახორციელოს, სანამ ისინი საქართველოს
ტერიტორიიდან ჯარს არ გაიყვანენ.
“ჩემი დამოკიდებულება რუსეთთან დაკავშირებით საკმაოდ
კრიტიკულია. ვფიქრობ, რომ არამარტო რუსული არხები, არამედ რუსული
სიმბოლიკა, გამოხატულება უნდა აიკრძალოს, რომელიც ოკუპანტს
უკავშირდება. სანამ არ იქნება საქართველო დეოკუპირებული და სანამ
რუსეთისგან არ გათავისუფლდება, მანამდე არც ერთი ატრიბუტი არ უნდა
იყოს მიღებული”, – აცხადებს ტარიელ ლონდარიძე
ჟურნალისტებთან საუბარში.