სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის ყოფილი თანამშრომელები დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს პირადი ანგარიშსწორების გამო, სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.
ეკატერინე ცალქალამანიძე „მეცხრე არხთან“ ჰყვება, რომ მეუღლესთან ერთად, დილით ქეთევან ობოლაშვილთან გამოცხადდა, რადგან შეთანხმებისამებრ, შრომითი ხელშეკრულების გასაგრძელებლად, შესაბამის დოკუმენტებზე ხელი მოეწერათ. უკვე ყოფილი დამლაგებლის თქმით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მათ განუცხადა, რომ ცოლ–ქმარი სკოლაში აღარ მუშაობდა. ეკატერინე ცალქალამანიძის მტკიცებით, სამსახურიდან დათხოვნის მთავარი მიზეზი მათი პოლიტიკური სიმპათიებია.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე