კოსტავას ქუჩაზე ნანახი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დროისათვის, მას ,,უნიმედი სამცხეში” პირველადი ექოსკოპია ჩაუტარდა. როგორც სასწრაფო–სამედიცინო დახმარების მედიკოსები განმარტავენ, დაზარალებულს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. იგი ცივი იარაღით, სავარაუდოდ, დანით არის მიყენებული. ექიმების თქმით, დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამ დრომდე მედიისათვის უცნობია, რა მუხლით აღიძრა საქმეზე გამოძიება.